ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა - გაუჩინარების დაუღალავი მცდელობისთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა - გაუჩინარების დაუღალავი მცდელობისთვის

ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა - გაუჩინარების დაუღალავი მცდელობისთვის

ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა - გაუჩინარების დაუღალავი მცდელობისთვის
6 Constitution St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან80
advertising
ქართული

განრიგი

15.09.2025
ორშაბათი
20:00
80

აღწერა

ლივინგ მუზეუმი თბილისში, ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების საზოგადოების მიერ აკრედიტებული კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპევტი, ანა ღვინიანიძე წაიკითხავს ლექციას - „ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა - გაუჩინარების დაუღალავი მცდელობისთვის “ .

 რა არის ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა?
რომელი ცვლადები უწყობს ხელს ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების ჩამოყალიბებას?

როგორ აისახება ირგვლივმყოფებზე ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანების ქცევები?

რა სჭირდებათ ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანებს იმისათვის, რომ პიროვნების აშლილობისთვის დამახასიათებელი ჩივილები ნაკლებად ხელის შემშლელი იყოს ცხოვრებაში?

რა მჭირდება იმისთვის, რომ ჩემზე მზრუნველ პირთან კავშირი შევინარჩუნო?

„სრულყოფისა და სრულყოფილებისკენ დაუოკებელი სწრაფვა სიყვარულის შენარჩუნების გზაა“, „იმისთვის, რომ ჩემი აღმზრდელის სიყვარული შევინარჩუნო, თავისებური წესები უნდა შევქმნა: წესები, რომლებიც უარყოფისგან და მიტოვებისგან დამიცავენ,“ „უნდა გავუჩინარდე მოწესრიგებული, უდრტვინველი და აუღელვებელი ადამიანის შთაბეჭდილების მიღმა იმისათვის, რომ არ მიმატოვონ.“

ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა (Obsessive - Compulsive Personality Disorder (OCPD) Anankastic Personality Disorder) წარმოადგენს მდგომარეობების, თავისებურებების და შეგუების გზების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს ხისტი, „თავისებური“ (თუმცა, არა „უცნაური“) წესების მიხედვით, საკუთარი და სხვისი ცხოვრების მეთვალყურეობა - ზედამხედველობის ძლიერ ლტოლვას, უსაფრთხოების და წესრიგის, წესიერების და კეთილსინდისიერების მიხედვით, ცხოვრების დაჟინებას, რომელიც ადგილს არ ტოვებს უდარდელობის, უზრუნველობისა და სილაღისთვის როგორც თავად იმ პიროვნების ცხოვრებაში, რომელსაც ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა (Obsessive - Compulsive Personality Disorder (OCPD) აქვს, არამედ, მათი ირგვლივმყოფების ცხოვრებაშიც.

 

ცოტა რამ ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემების თანახმად, დადგენილია, რომ ყოველი ასიდან ერთ ადამიანს ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა აქვს.

ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ორჯერ მეტ კაცს უდგინდება, ვიდრე - ქალს.

ბევრ ადამიანს უვლინდება ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, თუმცა, მათი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ მდგომარეობის დიაგნოზის დადგენისთვის განსაზღვრულ ყველა საჭირო კრიტერიუმს.

გარემო და აღზრდა, რომელიც ეყრდნობა მკაცრად განსაზღვრულ, მორჩილებაზე დამყარებულ, ავტორიტარულ წესრიგს, მონაწილეობს ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობის ჩამოყალიბებაში.

ხშირად, ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები საკუთარი მდგომარეობის შეცვლაზე ფიქრდებიან დანაკარგის მოლოდინის ან მნიშვნელოვანი ურთიერთობის თუ სამსახურის დაკარგვის შემდეგ.

 

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:

https://docs.google.com/.../1EJsSKvvzv3C1dCMtp7Kx.../edit...

 ლექციაზე დასწრების საფასური 80 ლარი.

 

ანგარიშის ნომერი
თიბისი ბანკი
GE36TB7954336020100008
მიმღები: ლივინგ მუზეუმი თბილისი
დანიშნულებაში მიუთითეთ დამსწრე პირის სახელი, გვარი.

 

შეხვედრა დაიწყება 15 სექტემბერს , 20:00 საათზე.

ლექციის ხანგრძლივობა 90 წუთი (1,5 საათი).

 მისამართი: ნინოშვილის 59 (კაფე ონორეს მოპირდაპირე მხარე, ავტოსადგომი)

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599 40 70 01

ფოტო და ვიდეო

ობსესიურ - კომპულსიური პიროვნების აშლილობა - გაუჩინარების დაუღალავი მცდელობისთვის

ადგილი

ლივინგ მუზეუმი თბილისი
არტთერაპიის საერთაშორისო ცენტრის ქართული ფილიალი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება