ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი არტისტი, საერთაშორისო სცენის ვარსკვლავი NUTSA, პირველად წარდგება ბათუმში მასშტაბური სოლო შოუთი. მაყურებელს ელოდება განსაკუთრებული მუსიკალური საღამო – ცოცხალი შესრულება, ჰოლივუდელი მუსიკოსების ბენდი, თანამედროვე სასცენო დადგმა, შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტები, ქორეოგრაფიული ცეკვისა და მუსიკალური შოუს შერწყმა, ასევე ნუცას ყველაზე ცნობილი ჰიტები, პრემიერებთან ერთად. კონცერტის რეჟისორია ზაზა ორაშვილი. საღამოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის მუსიკის, ცეკვის, სინათლისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმა, რაც მაყურებელს დაუვიწყარ გამოცდილებას აჩუქებს
2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.