ნულოვანი ნარჩენების დღე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ნულოვანი ნარჩენების დღე

ნულოვანი ნარჩენების დღე

 რა დაგხვდებათ ღონისძიებაზე?  შემეცნებითი აქტივობები და თამაშები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ბავშვებისთვისა და მოზრდილებისთვის. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და CENN 8-დან 16-მდე წლის მოსწავლეებისათვის გამართავს ვორქშოფებს, ქვიზებს და გაათამაშებს თემატურ პრიზებს.  მეორადი ტანისამოსისა და წიგნების გაცვლის აქცია - წამოიღეთ ისეთი ტანისამოსი და წიგნები, რომლებიც აღარ გჭირდებათ და გაცვალეთ ის სხვა, თქვენთვის სასურველ მეორად ნივთში.  სეპარირების კუთხეები და გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაიბარებენ თქვენ მიერ მოტანილ პლასტმასის ბოთლებსა და მაკულატურას.  ეკობიზნესების გამოფენა არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, შემოგვიერთდი შაბათს, 30 მარტს, 13:00 საათიდან, მზიურის კაფის ტერიტორიაზე! ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს / დასწრება თავისუფალია  ღონისძიება იმართება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, (LEAD) „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ინიციატივით, პროექტის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ღონისძიების მხარდამჭერია მზიურის კაფე.
ნულოვანი ნარჩენების დღე
23 Ilia Chavchavadze St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

შემოგვიერთდი, ერთად აღვნიშნოთ ნულოვანი ნარჩენის დღე! 🌍🌿
თარიღი: 30 მარტი
დასაწყისი: 13:00
📍 მზიურის კაფე
🌍 ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) და გაეროს ადამიანის დასახლების პროგრამა (UN-Habitat) უწყობს ხელს. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს როგორც ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მნიშვნელობას გლობალურად, ასევე მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკებზე ინფორმაციის გავრცელებას. 🔄🌱♻️

ფოტო და ვიდეო

ნულოვანი ნარჩენების დღე

ადგილი

კაფე მზიური
კაფე მზიური
23 Ilia Chavchavadze St., Tbilisi
ეს მზიურის კაფეა, სოციალური საწარმო, გემრიელი კერძების და საინტერესო ღონისძიებების ადგილი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება