NTO – Tropicos Batumi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
NTO – Tropicos Batumi

NTO – Tropicos Batumi

NTO – Tropicos Batumi
ბილეთის ფასი
დან60
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

09.07.2026
ხუთშაბათი
23:59
60

აღწერა

9 ივლისს - Tropicos ბათუმში, ელექტრონული მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფრანგი პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი - NTO დაუკრავს.

 

თითქმის 10 წელია, ფრანგული მელოდიური ტექნოს წამყვანი ფიგურა, NTO, მსოფლიოს წამყვან სცენებზე უწყვეტად გამოდის. Tomorrowland, Printworks, Sonar, Dour და მსოფლიოს სხვა, ყველაზე პრესტიჟული კლუბები და ფესტივალები მის ლაივ პერფორმანსს მუდმივად მასპინძლობენ. აღსანიშნავია არტისტის, ერთ-ერთი ბოლო ალბომი - APNEA, რომელსაც 150 მილიონზე მეტ სტრიმს ითვლის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე. აღნიშნული ალბომი ასევე შეიცავს, NTO-ს ოქროს სინგლს.

 

მისი განსხვავებული ჟღერადობა , რომელიც ყველასგან გამოირჩევა, შესაძლებლობას აძლევს NTO-ს, ერთობლივი ნამუშევრები შექმნას, ელექტრონული მუსიკის სცენის ყველაზე თვალსაჩინო არტისტებთან და ეს ისე გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს თავისი მუსიკის არსი. Paul Kalkbrenner, Meute, Tricky და Monolink, ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, ვისთან ერთად შექმნილმა ნამუშევრებმა სრულიად ახალი ენერგია და ჰარმონიული მრავალფეროვნება შემოიტანა, NTO-ს შემოქმედებაში.

 

 კარის გახსნა: 00:45

 ასაკობრივი შეზღუდვა 18+

ფოტო და ვიდეო

NTO – Tropicos Batumi

ადგილი

ბათუმი

პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება