საშობაო ბაზრობა 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
გაუქმებულია
საშობაო ბაზრობა 2025

საშობაო ბაზრობა 2025

საშობაო ბაზრობა 2025
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

წელს, ფაბრიკას საშობაო ბაზრობა 21-22 დეკემბერს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება და ტრადიციულად თავს მოუყრის ყველა ადამიანს, ვისაც შობა, ახალი წელი, საჩუქრების შექმნა და ჩუქება ყველაზე მეტად უყვართ.

გარდა ცხელი შოკოლადის მაცდუნებელი არომატისა, რომელიც საუკეთესო ხრიკია გაყინული თითების გასათბობად, ბაზრობას განსაკუთრებულად ჰაერში გლინტვეინის, დარიჩინის და ჯინჯერის ორცხობილების არომატები აქცევს. არანაკლებ სიამოვნებას გპირდებათ საშობაო მუსიკის ჰანგები, რომელიც მთელი ბაზრობის განმავლობაში გაისმება ეზოში.

ფოტო და ვიდეო

საშობაო ბაზრობა 2025

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება