პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგდასავალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგდასავალი

პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგდასავალი

პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგდასავალი
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან 33
advertising
ქართული

აღწერა

მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ვითარდება. საფრანგეთში განათლებამიღებული ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და ამ აურზაურში სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ. ყლორთაღელი ავაზაკები ამ შემთხვევით ისარგებლებენ და სახლის გაძარცვას განიზრახავენ, რის შემდეგაც დიდი თავგადასავლის მონაწილეები ხდებიან. სპექტაკლში შეგხვდებათ შობის ფერია და სხვადასხვა გამოგონილი პერსონაჟი, რომლებიც ჯადოსნური ღამის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ, ზუსტად თორმეტ საათზე კი თბილისური სახლი ჟრიამულით აივსება.

ფოტო და ვიდეო

პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგდასავალი

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42
114 Akaki Tsereteli Ave
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება