ფრანგული კინოს 1950–60-იანი წლებისადმი სიყვარულით სავსე მიძღვნა — შავ-თეთრი კომედია იმის შესახებ, თუ როგორ იღებს Jean-Luc Godard-ი თავის პირველ ფილმს — À bout de souffle („უკანასკნელი ამოსუნთქვით“), ფრანგული კინოს ერთ-ერთ უმთავრეს შედევრს. სიუჟეტის ცენტრში გადამღები ჯგუფია: Jean-Paul Belmondo, Jean Seberg, პროდიუსერი Georges de Beauregard და აუღელვებელი ოპერატორი Raoul Coutard. ამასთან ერთად, ეკრანზე ჩნდება იმ ეპოქის კიდევ ორიოდე ათეული ფიგურა: François Truffaut, Roberto Rossellini, Robert Bresson, Jean-Pierre Melville, Jean Cocteau… ყველა მათგანს ასრულებენ არაპროფესიონალი მსახიობები — თავად მაესტროს შემოქმედებითი მეთოდის შესაბამისად.
