Notturno Events ჰაუს მუსიკის ყველა მსმენელსა და მოყვარულს გიწვევთ Agora კუს ტბაზე
საღამოს განსაკუთრებული სტუმარია ფრანგი პროდიუსერი, დიჯეი და ლეიბლის მფლობელი Le Hutin. 2017-2023 წლებში ის იყო De La Groove-ის თანადამფუძნებელი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს საკუთარ ახალ ლეიბლს — Basics Recording. მისი მუსიკა სოულის, ფანკის, გრუვისა და ჯაზის გავლენებით შექმნილი გარაჟ-ჰაუსია, რომელიც სემპლების ნაცვლად მისივე ჩანაწერებზეა დაფუძნებული.
მრავალფეროვან მუსიკას შემოგვთავაზებენ ქართველი, ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული არტისტები: VAKOMEY, FRANCHI INFERNO KNUC და TOBAKO TWEEN.
გპირდებით უსაზღვრო ემოციებს, უნიკალურ სივრცეს და დაუვიწყარ მომენტებს.
შევხვდებით 13 სექტემბერს 23:00 დან Agora კუს ტბაზე!
ასაკობრივი შეზღუდვა 21+
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით - 599137157
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დისკუსიაში თავგადასავლებისა და მოგზაურობის შესახებ წიგნებზე! თავისუფლად აირჩიეთ ნებისმიერი მოთხრობა ამ ჟანრიდან და გაგვიზიარეთ. ღონისძიება ინგლისურ ენაზეა.