NOTRE DAME თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
NOTRE DAME

NOTRE DAME

NOTRE DAME
12, მ. ალექსიძის ქ.
ბილეთის ფასი
დან 80
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

მემო ივენთის ექსკლუზიური ღონისძიება 23 მაისს ქინგ დეივიდში გაიმართება .

მთავარი არტისტი - ფრანგი DJ-ი და პროდუსერი NOTRE DAME კიდევ ერთხელ წარსდგება მსმენელის წინაშე.

პარიზში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტი, რომლის მიერ შექმნილი რემიქსები და ორიგინალი ჩანაწერები არის განსაკუთრებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

მისი შემოქმედება ფართოდ გავრცელდა ელექტრონულ მუსიკის დიჯეებში როგორიცაა SOLOMUN , BLACK COFFEE ,KEINEMUSIK , BEDUIN, BLONDISH და სხვა მრავალი...

NOTRE DAME-მ გამოუშვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერა "YUMI"-ი. რომელიც ტოპ ჰიტების სათავაში მოექცა და დღემდე აქტუალურია ელექტრონული მუსიკის სცენაზე , მის შემოქმედებას შეხვდებით ყველა წამყვან ჰაუს მუსიკის კლუბებსა და ფესტივალებზე.

2021 წელს მან გაბედა და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – დატოვა თავისი ყოველდღიური სამსახური და სრულად მიუძღვნა თავი მუსიკას. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სამსახური დატოვა, გამოვიდა მისი ტრეკი "Yumi" ლეიბლზე Diynamic. ტრეკს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა თავად Solomun-მა, რომელიც მას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სეტის დასასრულს უკრავდა. ასეთი გავლენიანი არტისტის და ლეიბლის მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად გაზარდა Notre Dame-ის ცნობადობა.

BBC Radio 1-ის გემოვნებიერმა წამყვანმა Pete Tong-მა ეს ტრეკი თავის რჩეულ ტრეკად, Essential New Tune-ად, დაასახელა, რამაც არტისტის სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა და ტრეკი მყისიერად ჰიტად იქცა. მალევე მოჰყვა მისი კიდევ ერთი გამოშვება ლეიბლზე Human By Default, რომელსაც ხელმძღვანელობენ Bedouin – ტრეკი ერქვა "Amuse".

Notre Dame-მა ინერცია შეინარჩუნა და აქტიური მუსიკალური კარიერა გააგრძელა – მან გამოუშვა რემიქსი RY X-ის ტრეკზე "Lençóis (Love Me)" ლეიბლზე Cercle Records. ასევე შექმნა ახალი ვერსია Jimi Jules-ის ჰიტისთვის "My City’s On Fire" ლეიბლზე Innervisions, რომელიც ახლებურად ინტერპრეტირებული იყო მისი უნიკალური, ფრანგული "French Touch" ჟღერადობით.

23 მაისს თქვენს წინაშე ასევე წარდსგება ENDORPHINS გამორჩეული ქართველი არტისტი, რომელსაც დაუკრავ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად.

Door Opens - 23:00

Age/Face Control: 21+

Dress code: Smart Cesual

ასაკობრივი შეზღუდვა გაკონტროლდება , ღონისძიების სტუმრებს გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამიდასტურებელი მოწმობა.

ფოტო და ვიდეო

NOTRE DAME

ადგილი