არაფერი პოლიტიკური თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
არაფერი პოლიტიკური

არაფერი პოლიტიკური

არაფერი პოლიტიკური
Beri Gabriel Salosi 1st turn #2, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან35
advertising
ქართული

აღწერა

სპექტაკლი არაფერი პოლიტიკური დოკუმენტური და გამოგონილი მოვლენების, ჩანაწერების, ფოტოებისა და შემთხვევით დამახსოვრებული ამბების ფრაგმენტებს აერთიანებს, რომლებიც 2024-25 წლის პოლიტიკური კრიზისისა და პროტესტის ირგვლივ იყრის თავს.


ავტორები, რომლებიც თავადაც ამ სამოქალაქო წინააღმდეგობის მონაწილეები არიან, ცდილობენ მოყვნენ დავიწყებისა და გაქრობისთვის განწირულ ისტორიებს, რომლებიც მეხსიერებაში აღებეჭდათ, როგორც კრიზისის დიდი მექანიზმის პატარა ნაწილები — დაზიანებული და უადგილო ნაწილები, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ან პირიქით მეტისმეტად კანონზომიერი შემთხვევები, რომლებიც შერეულია უკიდურეს სიყვარულსა და ზიზღთან.


სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი ჰორიზონტალური პრინციპით მუშაობს და შედგება ოთხი მსახიობის, რეჟისორის, კომპოზიტორის, დრამატურგისა და მხატვრისგან. 


ხანგრძლივობა: 70 წთ. 

ენა: ქართული, ინგლისური სუბტიტრებით


შემოქმედებითი ჯგუფი

ნიკუშა ბაქრაძე, სოფო ზერაგია, მაგდა ლებანიძე, თამრი ოხიკიანი, სანდრო სამხარაძე, დავით ხორბალაძე

პროდიუსერი - ანა გურგენიძე

საერთაშორისო პროდიუსერები - ნუცა ბურჯანაძე, თამარ ლალიაშვილი

ფოტოგრაფი

გიორგი ყოლბაია

აფიშის დიზაინერი

ივა ქიმერიძე


განსაკუთრებული მადლობა სტოქტონს ტექნიკური მხარდაჭერისთვის!

ფოტო და ვიდეო

არაფერი პოლიტიკური

ადგილი