იატაკქვეშეთის ადამიანი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
იატაკქვეშეთის ადამიანი

იატაკქვეშეთის ადამიანი

იატაკქვეშეთის ადამიანი
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან33
ქართული

აღწერა

ის არ არის გმირი.
ის არ ითხოვს თანაგრძნობას.
ის უბრალოდ არსებობს — იატაკქვეშეთში, ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეში.

დოსტოევსკის ამავდროულად შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი ტექსტი მოგზაურობაა ადამიანურიფსიქიკის სიღრმეში — სარკასტული მონოლოგი, რომელიც დროის ზღვარს სცდება და კითხვასგვიტოვებს: ვინ ვართ სინამდვილეშიროცა აღარავინ გვადევნებს თვალს?

ფოტო და ვიდეო

იატაკქვეშეთის ადამიანი

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება