რა არის [ნოსტალჯი]? ეს C.C. Catch-ის შემოქმედებაა? კამერონის ფილმები? თუ იქნებ სიმბას თავგადასავალი საყვარელ ანიმაციაში? ყველასთვის [ნოსტალჯი] განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ყველასთვის სასიამოვნო მოგონებები აღვადგინოთ.
ამ თამაშში გადავეშვებით 80-იანი წლებიდან 00-იანებამდე კულტურულ რეალობებში, განსაკუთრებული აქცენტით კინოზე და მუსიკაზე.
შეაგროვე მეგობრების ნებისმიერი ასაკის გუნდი – მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატებას! რადგან "Quiz, Please!" არის ინტელექტუალური და გასართობი ბრძოლა ყველასთვის. დავაგემოვნებთ გემრიელ საჭმელს, დავლევთ და ნოსტალგიის ტკბილ გრძნობას დესერტად დავიტოვებთ!