მენიუ
ვამპირული კინოს ალფა და ომეგა. ის კლასიკური ორიგინალი „ნოსფერატუ,“ რომლისგანაც ყველა რიმეიქის და ინტერპრეტაციის ავტორი გარდაუვლად იღებს შთაგონებას — მათ შორის ეგერსიც, რომლის „ნოსფერატუსაც“ ამ კვირაში ვუყურებთ.
გერმანული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი მთავარი ფილმი — იმ დროისთვის მაქსიმალურად ექსპერიმენტული მუნჯი კინოს მიმართულება, რომელიც იყენებდა ჩრდილების გადაღებას, აჩქარებულ გამოსახულებას და სხვა თანამედროვე მეთოდებს, რათა ეთამაშა მაყურებლის აღქმაზე.