თქვენი თქვენი სახელი?სტატუსი? გავლენა?
და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა—თქვენ ვინ იქნებით?
იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს.
მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა.
შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში.
მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს.
რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის?
რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?