ვაგრძელებთ ლეგენდარული „ტვინ პიქსის“ მესამე სეზონის ყურებას. მისი მოქმედება, ისევე როგორც გადაღებები, 25 წლის შემდეგ იწყება.
ამჯერად დევიდ ლინჩმა (მარკ ფროსტთან ერთად) თავადვე გადაიღო და დაწერა ყველა 18 ეპიზოდი. კრიტიკოსები აღფრთოვანებული იყვნენ, ორი ეპიზოდი კანის ფესტივალზე უჩვენეს, ხოლო სატელევიზიო და სტრიმინგ პლატფორმებზე მიღწეულმა წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
მით უფრო საინტერესო იქნება მისი ნახვა ჩვენთან დიდ ეკრანზე – ცოტას თუ ჰქონია შესაძლებლობა, „ტვინ პიქსი“ კინოთეატრში დაეთვალიერებინა.