ვაგრძელებთ ლეგენდარული „ტვინ პიქსის“ მესამე სეზონის ნახვას. მოქმედება, ისევე როგორც გადაღებები, 25 წლის შემდეგ იწყება. ამჯერად დევიდ ლინჩმა (მარკ ფროსტთან ერთად) ყველა 18 ეპიზოდი თავად დაწერა და გადაიღო.
კრიტიკოსებმა აღტაცებით მიიღეს სერიალი, მისი ორი ეპიზოდი კანის კინოფესტივალზე უჩვენეს, ხოლო სატელევიზიო და სტრიმინგის წარმატება ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მით უფრო საინტერესოა, რომ ახლა გვაქვს შესაძლებლობა „ტვინ პიქსი“ დიდ ეკრანზე ვიხილოთ – ცოტა ვინმეს თუ ჰქონია შანსი, ეს სერიალი კინოთეატრში დაენახა.