აღწერა
თამაზ ბაძაღუამ მონოპიესა „ღამე და თუთიყუში” თითქმის ორმოცი წლის წინ დაწერა და მასში თითქოს წინასწარვე განჭვრიტა თავისივე თაობის მარტოდ, უსაქმოდ და საკუთარი ადგილის გარეშე დარჩენილი 20-25 წლის ბიჭების დარდის, ტკივილისა და სიგიჟემდე მისვლის ამბავი. ზუსტად 15 წლის წინ რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა, ეს პიესა მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად დადგა. დღეს, 15 წლის შემდეგ ამ ამბავს, უდიდესი თანაგრძნობით აღვსილი ნიკა ფაიქრიძე გვიყვება. მოგვითხრობს თუ როგორ და რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და იქამდე დაეცა, რომ ყოველ დღე უნდა მოკლას „ვირთხებად“ ქცეული მტერი, რითაც არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე იძიებს შურს, არამედ საკუთარი „ღირსების აღდგენასაც“ ცდილობს.