NO EXIT თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
NO EXIT

NO EXIT

NO EXIT
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ქართული

აღწერა

ერთმანეთისთვის უცნობი სამი ადამიანი ერთ ჩაკეტილ სივრცეში ხვდება. ცდილობენ გაარკვიონ, რა აკავშირებთ ერთმანეთთან, რათა ერთმანეთის საშუალებით წარსულსა და ჯოჯოხეთად ქცეულ აწმყოს თავი დააღწიონ. მათი ყველა მცდელობა ამაოა, ჩაკეტილი წრიდან გაქცევას ვერავინ ახერხებს. დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ჩაკეტილმა სივრცემ; პანდემიამ სპექტაკლის პერსონაჟების მსგავსად ჩვენი საზოგადოებაც ეშმაკის წრეში გამოკეტა და ყოველ ჩვენგანს ფიქრისთვის სახიფათოდ დიდი დრო მოგვცა...

ფოტო და ვიდეო

NO EXIT

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება