თეატრ „ჰარაკში“ გრძელდება მუსიკალური ღონისძიებების სერია და ამჯერად, 24 ოქტომბერს, 20:00 საათზე გელით NixNoies-ის მუსიკა და gabiskiriamalia-სა და მარიამ სონღულაშვილის ექსპერიმენტული აუდიოვიზუალური პერფორმანსი.
“მიმდინარე” gabiskiriamalia - სა და მარიამ სონღულაშვილის ექსპერიმენტული აუდიოვიზუალური სერიაა.
gabiskiriamalia ციფრული ავატარია, რომელიც ურბანულ სივრცეს ორგანზომილებიან სათამაშო სივრცედ გარდაქმნის სადაც ქუჩის ხმები სინთეტიკურ ხმებად იქცევა. „მიმდინარეს“ ვიზუალური თხრობა „ნაპოვნ მასალას“ ეფუძნება, მათი კომბინაცია კი რეალობას არანორმატიულს ხდის.
NixNoies - Synthpop / Bedroompop, Tbilisi / Halle Saale.
NixNoies ნინო ციმაკურიძის მუსიკალური სოლოპროექტია, რომელიც მელოდიური სიმარტივით და ლირიკული პირდაპირობით ეხმაურება ურთიერთობების ბანალურობას, ყოველდღიურ მონოტონიას, დისტანციურ, მიუწვდომელ და რაც მთავარია ფიქტიურ გრძნობებს.
მისი პირველი ალბომის, სახელად: Can I Go Now? მუსიკალური არანჟირება მთლიანად ეფუძნება საბავშვო სინთეზატორის Yamaha Postasound pss-190 დისონანტურ ჟღერადობას.
კარი იხსნება: 19:30
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 30 ლარი / კარზე 40 ლარი
ხანგრძლივობა: 2,5 საათი