მენიუ
13 აპრილს ცნობილი ქართული ჯგუფი Killages კლუბ Nips-ის სცენას დაიკავებს. Killages 2016 წელს რუსთავში დაარსდა და მას შემდეგ ჯგუფის წევრებმა ქართველი მსემენელისთვის საყვარელი არაერთი მუსიკა შექმნეს.
5 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ჯგუფმა ჟღერადობის მხრივ რამდენიმე ცვლილება განიცადა - თუ თავდაპირველად პოპის, როკის, ფანკისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმას ცდილობდნენ - დღეს მათი ჟღერადობა ძირითადად ელექტრონული მუსიკისა და ინგლისურ ენაზე დაწერილ ჰიპ-ჰოპის საინტერესო სინთეზს აერთანებს.
საღამოს Killages-თან ერთად შეუერთდება ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი Aprilee, რომელიც Nips-ში საინტერესო შესრულებას გვპირდება.