ნინო ქათამაძე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე
Dedaena Park
ბილეთის ფასი
დან30 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

15.11.2026
კვირა
22:00
30 ₾

აღწერა

არის ამბები, რომლებსაც დიდხანს ვერ შეინახავ — გინდა, უცებ ყველას მოუყვე.


დედაენის ბარში ნინო ქათამაძე დაუკრავს. მასთან ერთად — ხუთი მუსიკოსი, ჩვენი მეგობრები, რომელთა მოსმენაც სულ გვიხარია.


უკვე წარმოგვიდგენია: ჩვენი პატარა სცენა, ნინოს ხმა, მუსიკოსები ხელის გაწვდენაზე და გარშემო ნაცნობი სახეები. ნინოს ასე უშუალოდ მოსმენა იშვიათად გამოდის. აქ კი სცენასა და მსმენელს შორის ისედაც ორიოდე ნაბიჯია — ცოტა ხანში ალბათ აღარც გვემახსოვრება, ვინ სად ვდგავართ.


დაიკვრება „ლილატ“, ნინოს ახალი ალბომი. უფრო ისე, მეგობარმა ახალი მუსიკა რომ მოგიტანოს და ერთი სული ჰქონდეს, მოგასმენინოს. ოღონდ ამჯერად თვითონვე დაგვიკრავენ.
ჩვენთვის დიდი ამბავია, ჩვენს პატარა ოთახში რომ უნდა მოხდეს. გვიხარია, რომ თქვენც აქ იქნებით.


ნინო ქათამაძე — ვოკალი
ხონძი — საქსოფონი
გიგი ცინცაძე — გიტარა
პაპუნა შარიქაძე — კლავიში
ლევან დეისაძე — ბასი
ალექსანდრე ჯაფარიძე — დრამი


______________

Entrance 30 GEL
1+1 ON SPECIAL COCKTAILS TILL 22:00


FACE AND AGE CONTROL [18+]

 

ფოტო და ვიდეო

ნინო ქათამაძე

ადგილი