Nino Eliashvili's Exhibition: Japanese Culture in the Modern Context თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Nino Eliashvili's Exhibition: Japanese Culture in the Modern Context

Nino Eliashvili's Exhibition: Japanese Culture in the Modern Context

Nino Eliashvili's Exhibition: Japanese Culture in the Modern Context
Orbeliani St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

მოხარული ვართ მოგიწვიოთ ნინო ელიაშვილის გამოფენაზე “რამეკაი”-ში. გამოფენა აერთიანებს ვიზუალურ და გასტრონომიულ ხელოვნებას. პროექტი გახლავთ მხატვარ ნინო ელიაშვილის და “რამეკაი”-ს კოლაბორაცია. შესრულების სტილისტიკა ფოკუსირებულია იაპონურ კულტურაზე, რომელსაც მხატვარი გადმოგვცემს თანამედროვე კონტექსტში. ნახატების დათვალიერება შესაძლებელი იქნება ყოველდღე 12:00 საათიდან 00:00 საათამდე. 2024 წლის16 სექტემბრიდან -14 ოქტომბრის ჩათვლით. მისამართი: ფხოვის ქ.N1

ფოტო და ვიდეო

Nino Eliashvili's Exhibition: Japanese Culture in the Modern Context

ადგილი

ორბელიანის მოედანი
ორბელიანის მოედანი
Orbeliani St., Tbilisi
ორბელიანის მოედანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია თბილისში. მდებარეობს ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებს შორის. მოედანზე არის პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ბაღი, რომლის ცენტრში არის შადრევანი. ორბელიანის მოედანი განსაკუთრებით ცნობილია ყვავილების ბაზრით. ათასობით ყვავილით მოხატულ თაღოვან პავილიონებს ფლორის ათასობით მოყვარული სტუმრობს. ამ ადგილებს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს XIX-XX საუკუნეების არქიტექტურა. აქვე ნახავთ თბილისის ისტორიული გალავნის ნაშთებს. მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და იქცა კეთილმოწყობილ და მიმზიდველ ადგილად როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. აქ მდებარე შენობებში კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლია. მოედნის ირგვლივ უამრავი კაფე და რესტორანი დაგხვდებათ, სადაც მყუდრო გარემოში სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლიათ. განახლებული ორბელიანის მოედანი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო ადგილია და უამრავ ადამიანს იზიდავს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება