ნიკოლოზ რაჭველი & ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები • კონცეპტArt
კონცერტები

ნიკოლოზ რაჭველი & ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები • კონცეპტArt

ოთხშაბათი, 15 მაისიდრო: 20:00ბილეთი: 25 GEL-დან
ნიკოლოზ რაჭველი & ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები • კონცეპტArt
1 Melikishvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

15 მაისს, მხოლოდ ერთი დღით, ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარმოგიდგენთ პროექტს The Best Of - ქართული და მსოფლიო კინომუსიკის  შედევრები, ექსკლუზიური ვერსია მუსიკალური წარმოდგენისა  „მეხსიერების ბარათი“. 
მუსიკისა და კინოს ჯადოსნურ სამყაროში მაყურებლის მეგზური კვლავ ნიკოლოზ რაჭველი იქნება, თუმცა წარმოდგენის მსვლელობისას  თავად მაესტროსაც არაერთი სიურპრიზი ელოდება. მუსიკალურ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სოლისტები.

სცენარის ავტორი და კრეატიული პროდიუსერი - თეო ჯორბენაძე
დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე
გენერალური მენეჯერი - ნინო ნახუცრიშვილი

გენერალური პარტნორი - ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
საინფორმაციო მხარდამჭერები - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

ფოტო და ვიდეო

ნიკოლოზ რაჭველი & ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები • კონცეპტArt

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი
1 Melikishvili Street, Tbilisi
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.