რა იწვევს ურთიერთობაში კრიზისსა და დანაშაულის შეგრძნებას?
როგორია ორი ეგოისტი ადამიანის თანაცხოვრება?
სპექტაკლი " ღამე მშვიდობისა დედა" იკვლევს ორი სრულიად განსხვავებული ქალის თანაცხოვრებას. მათი ყოველდღიურობა სავსეა სარკაზმითა და უპატივცემულობით, ცხადი და აქტუალური თემებით, სადაც ზღვარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში დარღვეულია.
წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, გმირები რთული რეალობის წინაშე დგანან. მათ მხოლოდ ერთმანეთის გადარჩენა შეუძლიათ, თუმცა სწორედ ასეთ მძიმე სიტუაციაში აღმოვაჩენთ ხოლმე, ვინ დგას ჩვენს გვერდით და ვინ არა.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ, გელოდებით თავისუფალ თეატრში.
