NICO MORANO თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
NICO MORANO

NICO MORANO

NICO MORANO
12 M. Aleksidze St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან70
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

22 ნოემბერს King David გახდება მელოდიური მოგზაურობის ადგილი — სადაც ელეგანტურობა, ხარისხი და ენერგია ერთ მთლიან ატმოსფეროდ იქცევა.

 

NICO MORANO შემოგთავაზებთ იმ ხმოვან სპექტრს, რომელიც აერთიანებს სინათლეს, მოძრაობას და შინაგან რიტმს.

მოემზადე დაუვიწყარი საღამოსთვის— სადაც მელოდია ხდება მოგზაურობა, და Queens Tbilisi კვლავ აერთიანებს საუკეთესო მუსიკას, ლოკაციას და აუდიტორიას.

 

არტისტის ბიოგრაფია


მელოდიური ჰაუსის სცენის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სახელი — Nico Morano— უკვე ორი ათწლეულია ენერგიით და ემოციით იპყრობს მსოფლიო სცენებს.

მისი მუსიკა — ჰარმონიული მელოდიების, ორგანული ბითების და პროგრესიული ჰაუსის ნაზავია, რომელიც ხშირად იტალო ან დიპ ჰაუსის ელემენტებით არის გაჯერებული.

Nico არის ბელგიელი არტისტი, რომლის ხელწერამაც გაიჟღერა ისეთ გიგანტურ ფესტივალებზე, როგორიცაა Tomorrowland და Paradise City Festival.

მისი საკუთარი ლეიბლი Ontourage Music და ამავე სახელის ღონისძიებები ასახავს იმ ფერად და ემოციურ ენერგიას, რასაც თანამედროვე კლუბური სცენა ხშირად მოკლებულია.

Nico უკვე უკრავს შვეიცარიიდან იაპონიამდე, გერმანიიდან ესპანეთამდე, დანიიდან მაროკომდე —და ყველგან ტოვებს იმ ხალისიან, გულწრფელ და “feel-good” ატმოსფეროს, რაც მისი ხელწერაა.

მისი სადებიუტო ალბომი ‘Opposite Minds’ მოიცავს თაობათა შერწყმას — მელოდიურობას, ღრმა ემოციას და თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას, რის შედეგადაც ნიკოს უსმენს Spotify-ზე მილიონობით მსმენელი თვეში.

 

მაგიდის დაჯავშნა შეგიძლიათ ასევე სატელეფნო ზარით +995 557 701207

 

ასაკობრივი ზღვარი: 23+

DRESS CODE: Smart Casual

 

გაყიდული ბილეთები უკან არ ბრუნდება.

თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა .

ფოტო და ვიდეო

NICO MORANO

ადგილი

King David
პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი King David
ამ ადგილის ყველა ღონისძიება