ნიაზ დიასამიძე & 33ა - Mother's Day at Mono Hall Tbilisi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ნიაზ დიასამიძე & 33ა - Mother's Day at Mono Hall Tbilisi

ნიაზ დიასამიძე & 33ა - Mother's Day at Mono Hall Tbilisi

21:00 - Doors Open 23:00 - ნიაზ დიასამიძე & 33ა (კონცერტის დასაწყისი) ------ ♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+ 📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929   I კალათა - 60 ლარი (SOLD OUT) II კალათა - 70 ლარი
ნიაზ დიასამიძე & 33ა - Mother's Day at Mono Hall Tbilisi
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

3 მარტს - აღნიშნე დედის დღე - ნიაზ დიასამიძისა & 33ა-ს დაუვიწყარ კონცერტზე Mono Hall-ში ✨

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ფოტო და ვიდეო

ნიაზ დიასამიძე & 33ა - Mother's Day at Mono Hall Tbilisi

ადგილი

მონოჰოლი
მონოჰოლი
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება