ნიაზ დიასამიძე 33ა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ნიაზ დიასამიძე 33ა

ნიაზ დიასამიძე 33ა

ნიაზ დიასამიძე 33ა
ძველი ბულვარი, ნინოსშვილის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან 60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

21.06.2025
შაბათი
21:00
60

აღწერა

21 ივნისს - Mono Hall ბათუმი - ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსისა და ჯგუფის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს უმასპინძლებს. შემოგვიერთდით, ვისაც ჭეშმარიტად ქართული მუსიკა გიყვართ.

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ფოტო და ვიდეო

ნიაზ დიასამიძე 33ა

ადგილი

MONO HALL Batumi

მულტიფუნქციური სივრცე ბათუმში. MONO HALL-ის ფილიალი თბილისში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება