დასახელება - New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
2025 წლის 11 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი, Grammy-ს ჯილდოს მფლობელი ჯაზ-ვოკალური კვარტეტი New York Voices, რომელიც წარსდგება თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. 35 წლიანი კარიერის მანძილზე კვარტეტმა გამართა გამოსვლები როგორც მსოფლიოს ცნობილ ჯაზ ფესტივალებზე, ასევე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. ანსამბლის რეპერტუარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და აერთიანებს ჯაზის, R&B, ბრაზილიური, კლასიკური და პოპ მუსიკის ნიმუშებს.