New York International MUN Conference თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
New York International MUN Conference

New York International MUN Conference

New York International MUN Conference
Tbilisi, Georgia
ქართული

აღწერა

ნიუ-იორკი – თავისუფალი ქვეყნის მთავარი ქალაქი, ათასობით ახალგაზრდა ლიდერი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დიპლომატიის, პოლიტიკისა და გლობალური გადაწყვეტილებების ეპიცენტრი.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციას შორის პარტნიორობა გრძელდება!

🚀 5,000+ მონაწილე, 100-ზე მეტი პრესტიჟული უნივერსიტეტი – ერთ სივრცეში, რაც ნებისმიერ სტუდენტს აძლევს უნიკალურ პლატფორმას გადაქციოს იდეები რეალურ მოქმედებად.

📚 საერთაშორისო კონფერენცია + გენერალური ასამბლეა გაეროს შტაბში – ადგილი, სადაც შენ შეგიძლია იდეები რეალურ მოქმედებად გადააქციო.

🗺 პროექტი მოიცავს გაეროს მოდელირების ფორმატს - საერთაშორისო კონფერენციას და ასევე ვიზიტებს დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

იმოქმედე გამარჯვებისთვის - იმოქმედე შენი საერთაშორისო გამოცდილებისთვის!

🟦 კონფერენცია გაიმართება: 5-11 აპრილს, 2026

🚀 მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. 

ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 3400$ (GAU-ს სტუდენტები 2900$).

📑 ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია-ბილეთისა და სავიზო მომსახურებისა:
• პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
• ცხოვრებას სასტუმრო Hilton-ში 6 ღამის/7 დღე განმავლობაში;
• წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
• ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
• აეროპორტის ტრანსფერს;
• ინგლისურენოვან სერტიფიკატს;

❌ თანხა არ ფარავს სავიზო მოსაკრებლისა და ავია-ბილეთების საფასურს.

🔵 GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლის დეკანების მიერ.

◻ რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://shorturl.at/l2a6W

🔴 ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს.

◻ რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3iXovzT

📞კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 577592092, 598721171

ACT TO WIN!

ფოტო და ვიდეო

New York International MUN Conference

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება