31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, KHIDI-ს სცენას დაიკავებს Berghain/Panorama Bar-ის რეზიდენტი, გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლის Fiedelone დამფუძნებელი – Fiedel, რომლის მუსიკალური კარიერა 1980-იანების პერიოდში დაიწყო, მისი მუსიკალური ჟღერადობა კი მრავალი ელექტრონული ჟანრისაგან შედგება. მასთან ერთად წარდგებიან: პორტუგალიელი დიჯეი და პროდიუსერი, კოლექტივის Hayes თანადამფუძნებელი და ლეიბლის NRBK დამფუძნებელი Nørbak და ბერლინში მოღვაწე ბრაზილიელ-პარაგვაელი დიჯეი, პროდიუსერი და პრომოუტერი Amanda Mussi, რომელიც ლათინო ამერიკული ელექტრონული სცენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტისტად მოიაზრება. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ KHIDI-ს რეზიდენტები და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში უდიდესი წვლილის მქონე არტისტები: Vulkanski, OTHR, Boyd Schidt, Frequency Shifter და Dual Pistols G2 ლილში მოღვაწე მოროკოელ დიჯეისაა და პროდიუსერს, კოლექტივის Laisse Tomber Les Filles თანადამფუძნებელსა და რეზიდენტს Zaatar უმასპინძლებს. მასთან ერთადა დაუკრავენ კლუბის რეზიდენტები და ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: პარიზსა და თბილისში მოღვაწე დიჯეი Liza Rivs, ქვიარ ივენთების სერიის LEASH თანადამფუძნებელი, მულტიმედია არტისტი Knaughty და Murder tbs დამფუძნებელი Body Pressure იგივე Puritan
