ახალი წლის ღამე ეთნოგრაფში - თავბრუდამხვევ მეჯლისად ჩავიფიქრეთ!
ის, რაც 31 დეკემბერს ჩვენთან გელით, სხვაგან არსად გამეორდება.
აქ, თბილისური სალონური მეჯლისის იდეა ხელახლა შეისხამს ფრთას და ჯადოსნურ დღესასწაულად იქცევა.
23:30 საათიდან, ქართული კინოფილმის “ქეთო და კოტეს” სცენები, ცოცხალი მუსიკალური აკომპანირებით, ეთნოგრაფის დარბაზში დაიდგმება.
24:00 საათზე, ახალი წლის შემობრძანებას ერთად შევეგებებით, შემდეგ ტრადიციულ ლხინის სუფრას მივუსხდებით, ეთნოგრაფის სცენაზე კი, ქართული მუსიკალური და საცეკვაო ხელოვნება გაშლის ფრთას და ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხისთვის სახასიათო ცეკვა-სიმღერით სტუმრებს სრულიად საქართველოს შემოატარებს.