საახალწლო აურზაური თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საახალწლო აურზაური

საახალწლო აურზაური

საახალწლო აურზაური
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ქართული

აღწერა

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა ჯადოსნურ საახალწლო წარმოდგენაზე გეპატიჟებათ!

 

ბავშვებსა და მათ მშობლებს ელოდებათ ფერადი, მუსიკალური და თავგადასავლებით სავსე კონცერტ-სპექტაკლი, სადაც სცენაზე გაცოცხლდებიან ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გმირები. ერთი საღამოს განმავლობაში მაყურებელი შეხვდება ურჩხულსა და ლამაზმანს, მხიარულ ტიმონსა და პუმბას, სიმბასა და ნალას, მამაც მოანას, ანასა და ელზას, ზღვის სამყაროს გმირებს — არიელს, სებასტიანსა და იდუმალ ურსულას, ალადინსა და ჟასმინს და სხვა ცნობილ პერსონაჟებს.


სპექტაკლი სავსეა საყვარელი სიმღერებით, ცეკვებით, იუმორითა და ინტერაქტიული მომენტებით, სადაც პატარა მაყურებელი თავადაც ხდება ზღაპრის მონაწილე. და როცა ჯადოსნური ამბავი კულმინაციას აღწევს, სცენაზე ჩნდება ყველასთვის ყველაზე სასურველი სტუმარი — სანტა კლაუსი, რომელიც ახალ წელს ბედნიერებას, სიხარულსა და საოცრებებს გვპირდება.
 

ასაკობრივი შეზღუდვა 4+

ფოტო და ვიდეო

საახალწლო აურზაური

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება