მომენტი, როცა ვამბობთ - “მე ვირჩევ ჩემს თავს”
დაგეგმე 2026 წელი სიყვარულით, სიცხადით და შთაგონებით
საახალწლო ორ შეხვედრიანი ჯგუფური ქოუჩინგური ინტენსივი შენს მენტორ ქოუჩთან ერთად.
წლის დასასრული არის შესაძლებლობა, გააზრებულად შეაფასო, გააკეთო დასკვნები და მკაფიოდ გადაწყვიტო, რა მიმართულებით აგრძელებ.
ეს არის შენი მიზნების, პრიორიტეტების და საკუთარი თავის არჩევანის მომენტი.
თუ გინდა, რომ 2026 წელი იყოს ორგანიზებული, გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული - ეს ინტენსივი სწორედ შენთვისაა
აქ შენ შექმნი რეალისტურ ხედვას, დაისახავ მკაფიო მიზნებს და ჩამოაყალიბებ მოქმედების გეგმას, რომელიც დაგეხმარება არა მხოლოდ მოტივაციაში, არამედ სტაბილურ პროგრესშიც.
ეს არის ენერგიული, სტრუქტურირებული და პრაქტიკაზე დაფუძნებული პროცესი, სადაც მიიღებ პროფესიონალი მენტორ - ქოუჩების მხარდაჭერას და მოქმედებისთვის საჭირო იმპულსს.
აქ არ ვქმნით იდეალურ ილუზიას - აქ ვქმნით რეალისტურ გეგმას, რომელიც შენს ცხოვრებას მოერგება და გაძლიერებაში დაგეხმარება.
ორი ღრმა, ემოციური და პრაქტიკაზე დაფუძნებული შეხვედრის განმავლობაში შენ:
- გააცნობიერებ, რა გინდა სინამდვილეში 2026 წელს
- ჩამოაყალიბებ შენს პირად ხედვას და მიმართულებას
- განსაზღვრავ მიზნებს, რომლებიც მოტივაციას გაგიძლიერებს და არ გადაგღლის
- შექმნი ეტაპობრივ სამოქმედო გეგმას
- გაიძლიერებ/დაიბრუნებ შინაგან სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და მოტივაციას
ეს არის პროცესზე დაფუძნებული, ეკოლოგიური მხარდაჭერა, სადაც ჯგუფის ენერგია და მენტორ ქოუჩის ხელმძღვანელობა გაძლევს გაცნობიერებას, რომ მარტო არ ხარ.
ეს პროგრამა შენთვისაა, თუ:
- გინდა საკუთარ თავთან უფრო ღრმა კავშირი
- გრძნობ, რომ მზად ხარ ცვლილებებისთვის
- გჭირდება სტრუქტურა და ემოციური მხარდაჭერა
- გინდა ახალი წელი დაიწყო არა შიშით, არამედ შთაგონებით
წლის დასასრული არის შესაძლებლობა - დაინახო, სად ხარ და გადაწყვიტო, სად გინდა იყო.
აქ არ ვქმნით იდეალურ ილუზიას - აქ ვქმნით რეალისტურ გეგმას, რომელიც შენს ცხოვრებას მოერგება და გაძლიერებაში დაგეხმარება
შეხვედრის თარიღები:
I ჯგუფი - 15 და 17 დეკემბერი
II ჯგუფი - 16 და 18 დეკემბერი
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
ინვესტიცია საკუთარ თავში: 80 ლარი
ზუმის ლინკი ღონისძიებაზე დასასწრებად გადმოეგზავნებათ წინა დღეს მეილზე
