ახალი წლის პირველი საღამო გიორგობისთვეში — საღამო მათთვის, ვისაც ახსოვს დრო, როცა ჰიტებს რადიოში ვიწერდით, კასეტებს ვატრიალებდით და პატარა ოთახებში, მაგნიტოფონის გარშემო შეკრებილები ვცეკვავდით.
თუ 90-იანებში სინათლის მოსვლას ელოდი, რომ რადიო ჩაგერთო და საყვარელ სიმღერას დალოდებოდი — ეს ღონისძიება შენთვისაა.
საღამოს განმავლობაში დაუკრავენ DJ-ები, რომლებიც დაგაბრუნებენ 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების მუსიკალურ ატმოსფეროში — დისკო, ფანკი, პოპი და კლასიკური საცეკვაო ჰიტები.
ღონისძიება გაიმართება შიდა სივრცეში.
Bounce Sapiens
Levilovedisco
Natalia Vasadze
