გერმანელმა მხატვარმა ალბრეხტ დიურერმა დაუტოვა მსოფლიოს საოცარი მემკვიდრეობა. მისი ნამუშევრები ტექნიკური ოსტატობით, დეტალიზაციით და ღრმა ფილოსოფიური შინაარსით გამოირჩევა. დიურერი იქცა ხიდად გერმანულ ტრადიციებსა და იტალიურ რენესანსს შორის.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ მის გავლენაზე ხელოვნებაზე, გავაანალიზებთ მის უნიკალურ ტექნიკას და განვიხილავთ მთავარ ნამუშევრებს, რომლებმაც მას დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხელოვანად აქციეს.
ლექცია წაიკითხავს: ლიანა ლაშხია — ხელოვნებათმცოდნე, დამოუკიდებელი მკვლევარი.