ოთახი ხომ ახლობელი პენსეაა და ეს ნაგავიც სრულიად დაგაკმაყოფილებს, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს იქით, არც ევროპაა, არც აზია - ჩვენს იქით უიმედობაა და სანამ ჩვენ ვეღარ ვიყიდით პურს და ვეღარ გავაკეთებთ ტყუილ სუპს, ევროპული ოჯახი უარგვყოფს და დავიღუპებით? ახალგაზრდა პოტენციალებს ნეოფეოდალი კაპიტალისტი მონობაში ჩაახრჩობს და აეროპორტის კარებს აატალახებს.
აღარ გამოხვიდე ოთახიდან,
ისტერიკას ებრძოლე და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რათა გეოგრაფიული ენა გქონდეს და როგორც დილის ხუთზე ნანახი ტუტორიალი თუ როგორ მისცე ჭიკარტს მეტი ფუნქცია, ისეთივე ფუნქციური გახდები და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რომ აქ ცხოვრება კიდევ მოგინდეს, როცა ერთადერთი გამოსავალი თვთდასაქმებაა ისიც საკუთარი ქვეყნის გარეთ, როცა ხელფასად ოც ლარზე მეტს ვეღარ აიღებ, როცა შიმშილის საფრთხე რეალურია, როცა განათლება პრივილეგიაა და არა უფლება, როცა თვითგამოხატვა პროპაგანდაა თან მაშინ, როცა ნამდვილი პროპაგანდა რეალობას გვიყალბებს, როცა არტისტები კულტურული შიმშილით კი არა პურის შიმშილით იღუპებიან,
ჰოდა,
ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,
სანამ არ იმოქმედებ!