გელოდი ფოცხიშვილი – 80
4 ივნისს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება გამოჩენილი ქორეოგრაფის გელოდი ფოცხიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი „მეტეხი“ წარმოგიდგენთ
I აქტი
ქართული ტრადიციული შოუ
ქართული ტრადიციული შოუ წარმოადგენს უნიკალურ მოგზაურობას ფესვებიდან თანამედროვეობამდე. ფოლკლორის გამორჩეული ნიმუშები — ცეკვები, მელოდიები და მდიდრული კოსტიუმები — ქმნიან ტრადიციისა და თანამედროვე ხელოვნების ჰარმონიულ სინთეზს. ქართული ცეკვა არის ისტორია, რომელიც თითოეული მოძრაობითა და თითოეული აკორდით გვიყვება იმ სულიერებასა და ენერგიაზე, რაც საუკუნეების განმავლობაში სამუდამოდ ჩაიღვარა ჩვენს სხეულებში და დღემდე განაგრძობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარადიულ სვლას.
ხანგრძლივობა 50 წთ.
II აქტი
“მამბერი” მგელთა მბრძანებელი
ქორეოგრაფიული სპექტაკლი
ჟანრი: ფანტასმაგორია. ინსპირაციის წყარო: ქართლის მეფის ვახტანგ გორგასალისა
და მითოლოგიური გმირის „მამბერის“ კავშირი. ქორეოგრაფიული სპექტაკლის
შინაარსი აგებულია ქართლის მეფის -ვახტანგ გორგასლის (Vს.) ყველაზე
მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე და ქართული მითოლოგიური გმირის
“მამბერის“ (მგელთა მბრძანებლის) თქმულებაზე.
ხანგრძლივობა 60 წთ.
დამდგმელი ბალეტმეისტერი და იდეის ავტორი: დავით ფოცხიშვილი
რეპეტიტორ-ქორეოგრაფი: ნინო ქართველიშვილი
ლიბრეტო: დავით ფოცხიშვილი გიორგი ალიმბარაშვილი
მუსიკა: დავით ფოცხიშვილი
მუსიკალური არანჟირება: ემზარ შერვაშიძე
კოსტიუმების დიზაინი: ტრადიციული სამოსის ბრენდი “ფაფანაკი“
განათების რეჟისორი: დავით სუხიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე
სპექტაკლში გამოყენებულია: სამი იუსუფისა და მარკ კორვენის მუსიკალური ნაწარმოებები. ასევე ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლ “იალონის“ რეპერტუარიდან -სვანური “ნანილ დედიკოი“. “სანო სტუდია“ გოგი ხარაბაძის რეჩიტატივი.
ღონისძიების მხარდამჭერი: თბილისის მერია
ასაკი არ არის შეზღუდული