ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო

ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო

ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო
1, ოდისეა დიმიტრიადის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.01.2026
შაბათი
18:00
30 ₾ - 40
30 ₾ - 40
ვრცლად

აღწერა

 

2026 წლის 31 იანვარს, 18:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ინიციატივის „ბათუმი-საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართება კომპოზიტორის— ნათია ზეინკლიშვილი-ს შემოქმედებითი საღამო.


საღამოს პროგრამაში გაჟღერდება კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები რომლებიც შესრულდება როგორც სოლისტების, ასევე ანსამბლების მონაწილეობით.


კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ალილო, თეატრალურის კვარტეტი, ჰერიო, ანსამბლ ბათუმის კვარტეტი, გიორგი მეფისაშვილი, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, დუდა კობახიძე, ზაალ გოგუაძე


საღამოს წარუძღვებიან ცნობილი წამყვანები: ნუკა მარგველაშვილი და ზაზა გოგუაძე

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი, მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

ფოტო და ვიდეო

ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო

ადგილი

Batumi Art & Music Center

2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება