18 თებერვალს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება ბრწყინვალე ქართველი მომღერლის - ნანული აბესაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
საღამოში მონაწილეობენ: ნატო მეტონიძე, ნატალია ქუთათელაძე, ნათია პერანიძე, ,,თეატრალურის კვარტეტი"
მუსიკალური ხელმძღვანელი: ქეთი გაბისიანი
ბენდის მუსიკოსები:
პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ირაკლი მენთეშაშვილი, დიტო საკანდელიძე.
საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე.
საღამოზე გავიხსენებთ იმ მუსიკალურ ისტორიას, რომლითაც გაჯერებულია ნანული აბესაძის შემოქმედება, როგორც ქართულ ესტრადაზე, ასევე ქართულ კინემატოგრაფში. მან ოცამდე სხვადასხვა ფილმი გაახმოვანა, ეს იქნება ერთგვარი საესტრადო და კინომუსიკის საღამო.
