ნანი ბრეგვაძე - ქართული სიმღერის ლეგენდაა. 1957 წელს მან საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მეშვიდე მსოფლიოს ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალზე და შემდგომ კარიერა გააგრძელა ვია “ორერასთან”, სოლისტის რანგში. სცენაზე დგას 1942 წლიდან. პირველად 6 წლის ასაკში გიტარის თანხლებით შეასრულა რომანსები. 1956 წლიდან კი მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ საეტრადო ორკესტრში. ნანი ბრეგვაძე პირველი ქართველი შემსრულებელია, რომელმაც აღადგინა ბოშური რომანსების საშემსრულებლო კულტურა, აღადგინა თამარ წერეთლის და ქეთო ჯაფარიძის სასიმღერო ტრადიციები. ნანი ბრეგვაძე პირველი ქართველი ქალბატონია, რომელიც 1964 პარიზში, საკონცერტო დარბაზში „ოლიმპია“ წარსდგა მაყურებლის წინაშე.
1964 წლიდან ვოკლაურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტია. მასთან ერთად წარმატებული გასტროლებით იმოგზაურა მსოფლიოს 80 - ზე მეტი ქვეყანაში. 1980 წლიდან კი იწყებს სოლო კარიერას და არის მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. ნანი ბრეგვაძეს განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორებთან: რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, გოგი ცაბაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი. ნანი ბრეგვაძეს მუდმივად თან სდევს მშობლიური ქვეყნის და ხალხის სიყვარული.
გარე ტენისის კორტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უკვე წლებია ფუნქციონირებს ბათუმის ბულვარში.
კორტზე ხშირად ტარდება საერთაშორისო ტურნირები, ამიტომ ხშირად შეგიძლიათ ნახოთ პროფესიონალი სპორტსმენების ვარჯიში.
თუ ბათუმში ყოფნისას ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა გსურთ, გირჩევთ ეწვიოთ ტენისის კორტს და სცადოთ თქვენი ძალები ტენისში — ულამაზესი გარემოს ფონზე.