22 აგვისტოს, ლოპოტას ჯაზკლუბი და Nali Band როკ-ენ-როლის ენერგიულ საღამოზე გიწვევთ:
ვოკალი / პიანო - დათო ქარჩავა
გიტარა / ვოკალი - გიორგი კობახიძე
ბასი / ვოკალი - ლევან ჯაფარიძე
დრამი - დავით ლომიძე
კარი იღება: 21:00
კონცერტის დასაწყისი: 21:30
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ლოპოტას ჯაზკლუბი ლოპოტა სპა რეზორტზე მდებარეობს. აქ კახეთის ბუნების სიმშვიდე და ჯაზის დინამიკური რიტმები ერთიანდება, ყოველი დეტალი კი მუსიკას უკავშირდება. ჯაზის თავისუფლებითაა შთაგონებული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინიც. ყოველკვირეულად წარმოდგენილია ცოცხალი მუსიკის განსხვავებული პროგრამები. ლოპოტას ჯაზკლუბში შთამბეჭდავი და განწყობის შემქმნელი საღამოები გელოდებათ რჩეული მუსიკისა და საავტორო კოქტეილების თანხლებით.
*ბილეთი ითვალისწინებს ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ჯაზკლუბის კონცერტზე დასწრებას და არ მოიცავს რეზრტზე არსებულ სხვა აქტივობებზე დაშვებას.
*რეზორტის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებთ 21:00 საათიდან - ჯაზკლუბის დახურვამდე
ადგილზე ბილეთის საფუძველზე გადმოგეცემათ ვიზიტორის საშვი.
გთხოვთ აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბილეთი.
ჯაზკლუბის ინტსაგრამ გვერდი: https://www.instagram.com/lopota.jazzclub/
ჯაზკკლიბის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/LopotaJazzClub