ახალი წელი ყველასთვის ბედნიერებასთან, სიყვარულის გაზიარებასთან და ამავდროულად ნოსტალგიურ განწყობასთან ასოცირდება.
ამიტომაც, ამ ემოციების კიდევ უფრო გასამძაფრებლად, Antiquita-ს ნაძვის ხის ანტიკვარული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვაზე გეპატიჟებით!
ფოტო და ვიდეო
ადგილი
ბაზარი ორბელიანზე
V.Vekua Street 3a, Tbilisi
ბაზარი ორბელიანი უნიკალური და უპრეცედენტო ადგილია საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს თბილისის ისტორიულ ნაწილში 1886 წლიდან არსებული ისტორიული ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას. ბაზარი ორბელიანი პირველი კვების დარბაზია რეგიონში. ის აერთიანებს 50-მდე კვების კუთხეს, ბარს, კაფეს და à la carte რესტორანს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუკეთესო ქართულ და საერთაშორისო სამზარეულოს.