გასტრონომიული ფესტივალი “ნადიმი” ![]()
![]()
თბილისში იწყება გემოს, ტრადიციისა და კულინარიის დიდი ზეიმი!
ადგილი: თბილისი, დედაენის პარკი
თარიღები: 4-5 აპრილი / 18-19 აპრილი / 25-26 აპრილი / 2-3 მაისი / 9- 10 მაისი.
დედაენის პარკის ულამაზეს სივრცეში გაიმართება მრავალდღიანი გასტრონომიული ფესტივალი “ნადიმი”, რომელიც გააერთიანებს ქართული კულინარიის, ღვინისა და კულტურის საუკეთესო ტრადიციებს.
ფესტივალზე გელოდებათ:
სასიამოვნო მუსიკა
განსაკუთრებულად მეგობრული ატმოსფერო;
მრავალფეროვანი კულინარიული სივრცე – ქართული და საერთაშორისო სამზარეულო;
ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
ფესტივალის მისია:
გასტრონომიული ფესტივალი “ნადიმი” მიზნად ისახავს ტრადიციული ქართული გემოების და თანამედროვე კულინარიული ტენდენციების გაერთიანებას ერთ სივრცეში.
ჩვენი მიზანია:
საქართველოს გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია;
გაზაფხულის გალამაზება და თქვენთვის დაუვიწყარი დღეების შექმნა ;
ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა.
დასწრება თავისუფალია.