"ზღვარზე" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"ზღვარზე"

"ზღვარზე"
1, რუსთაველის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ქართული

აღწერა

გუგა მგელაძის "ფერფლისფერი ფანტელების უდაბნო" პიესის მიხედვით

რეჟისორი - სალომე ჯიჯავაძე
მხატვარი - დავით ტაკიძე
კომპოზიტორი - გიორგი ცეცხლაძე
ქორეოგრაფი - გიორგი გოგიშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნატო ღლონტი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
რუსიკო - დიანა ჩახუნაშვილი
რეზო - ლევან თედორაძე

ანოტაცია:
დრო, რუტინა და უთქმელობა - სამი უხილავი ძალა, რომლებიც ნელ ნელა ანგრევს ურთიერთობას. ოდესღაც რეზოს და რუსოს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ახლა თითქოს ერთი და იმავე მდინარის სხვა და სხვა ნაპირზე ცხოვრობენ. მათ ბინაში ჯერ კიდევ ისმის საუბრები, თუმცა მნიშვნელოვან თემებზე კი სულ უფრო და უფრო იშვიათად... ყოველი ახალი დღე - ბეწვის ხიდზე გავლას გავს: მცდელობა შეინარჩუნო ან გაბედო და გაუშვა? ეს სპექტაკლი არის გულწრფელი და ფაქიზი შეხედულება სიყვარულზე, რომელიც ნაპრალებად იშლება, მარტოობის შიშზე და იმედზე, რომელიც, შესაძლოა , ჯერ კიდევ არ გამქრალა.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

Batumi Drama Theatre

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება