ანოტაცია - დრო,რუტინა და უთქმელობა- სამი უხილავი ძალა, რომლებიც ნელ ნელა ანგრევს ურთიერთობას. ოდეზღაც რეზოს და რუსოს ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ახლა თითქოს ერთი და იმავე მდინარის სხვა და სხვა ნაპირზე ცხოვრობენ. მათ ბინაში ჯერ კიდევ ისმის საუბრები, თუმცა მნიშვნელოვან თემებზე კი სულ უფრო და უფრო იშვიათად... ყოველი ახალი დღე- ბეწვის ხიდზე გავლას გავს: მცდელობა შეინარჩუნო ან გაბედო და გაუშვა? ეს სპექტაკლი არის გულწრფელი და ფაქიზი შეხედულება სიყვარულზე, რომელიც ნაპრალებად იშლება, მარტოობის შიშზე და იმედზე, რომელიც, შესაძლოა , ჯერ კიდევ არ გამქრალა.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.