„მეცნიერება ციხეში“ — სიმხა ბორმანის ლექციების ციკლის „გადარჩენის ინსტრუქცია (მეცნიერების მაგალითზე)“ მეოთხე ლექცია
მეცნიერების წარმოდგენა, როგორც „სუფთა და პოლიტიკისგან დამოუკიდებელი“ ადამიანური საქმიანობის, ხშირად ზედმეტად რომანტიზებულია და რეალურ ვითარებას ნაკლებად ასახავს. რუსეთის იმპერიის, სსრკ-ისა და რუსეთის ბიოლოგი მეცნიერების მაგალითებზე XX საუკუნესა და XXI საუკუნის პირველ მეოთხედში განვიხილავთ, როგორ იყო ტექნიკურად შესაძლებელი — ექსპერიმენტის დაგეგმვიდან შედეგების გამოქვეყნებამდე — მეცნიერების გაგრძელება ომების, რეპრესიების, ციხის, პოლიტიკური დევნის, იძულებითი ემიგრაციისა და „რკინის ფარდის“ პირობებში.
მეოთხე ლექცია დაეთმობა მეცნიერებას ციხეში. ვისაუბრებთ „შარაშკებზე“, NKVD-ის საპყრობილეებში ჩატარებულ კვლევებზე (ვავილოვის ბიოგრაფიის მაგალითზე), ასევე იმ ნაშრომებზე, რომლებიც ვერასდროს გამოქვეყნდა და გასაიდუმლოებული დარჩა — თუმცა მათი არსებობა და მნიშვნელობა დღეს ცნობილია.
