უ ს ა ს რ უ ლ ო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
უ ს ა ს რ უ ლ ო

უ ს ა ს რ უ ლ ო

უ ს ა ს რ უ ლ ო
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან15
ქართული

განრიგი

15.06.2026
ორშაბათი
19:00
15 ₾ - 50
15 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

ვილი ცაო _ BeijingDance/LDTX-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი

ქორეოგრაფი: ფენგ სიაო-მინგი

ასისტენტი ქორეოგრაფი: ლიუ ვენ-ჩი

კოსტიუმები - სინგ ია-მენგი

მუსიკა: ვუ ჟი-დუო

განათება: ვანგ ძი-იუ (Prince)

პრემიერა: 2025

ხანგრძლივობა: 60 წუთი (ანტრაქტის გარეშე)
 

 

დაგვიანებული მაყურებელი წარმოდგენაზე არ დაიშვება!!!

 

 

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად დროისა და სივრცის საზღვრები სულ უფრო იშლება. აჩქარებული ეპოქის ნაკადი ადამიანს უწყვეტი კავშირის უსასრულო ციკლში ითრევს. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი აქტიურობის მდგომარეობაში, სადაც ზედაპირული ემოციები და სტიმულები ჩვენს შემოქმედებით ენერგიას ფიტავს, ხოლო თვითრეფლექსიის უნარი თანდათან იკარგება.


სპექტაკლი „Neverending“ – „დაუსრულებელი“ სწორედ ამ რეალობის კონტექსტში შეიქმნა. განმეორებადი ციკლი აქ გარდაიქმნება ხელოვნების ფორმად, რომელსაც მაყურებელი ფიზიკურად და ემოციურად აღიქვამს. წარმოდგენა მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას დაფიქრდეს საკუთარ მდგომარეობაზე ყოვლისმომცველი სისტემის პირობებში.


„Neverending“/“დაუსრულებელი“ მხოლოდ ფიზიკური ექსპერიმენტი არ არის „ციკლების“ თემაზე — იგი ადამიანის არსებობის სირთულეების პოეტური ინტერპრეტაციაცაა. თანამედროვე ესთეტიკისა და ინოვაციური ფორმის მეშვეობით სპექტაკლი აერთიანებს დაძაბულობასა და სიმშვიდეს და ქმნის დროის მიღმა არსებული მომენტის განსაკუთრებულ სილამაზეს.


გამეორების ზედაპირის ქვეშ ადამიანი საბოლოოდ შეიძლება გარდამტეხ წერტილის მიუახლოვდეს.

BeijingDance/LDTX


სამხატვრო ხელმძღვანელი: ვილი ცაო

BeijingDance/LDTX (LDTX) არის დამოუკიდებელი პროფესიული საცეკვაო კომპანია, რომელიც 2005 წელს ვილი ცაომ და ლი ჰან-ჯონგმა დააარსეს. სახელწოდება LDTX წარმოადგენს ფრაზის „Lei Dong Tian Xia“ აბრევიატურას, რაც ნიშნავს „ქუხილი სამყაროში“. დაარსების დღიდან კომპანიას ხელმძღვანელობს ვილი ცაო.


კომპანია საქმიანობს თანამედროვე ცეკვის სრული სპექტრით — შემოქმედება, წარმოდგენები, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროგრამები — და ქმნის სივრცეს, სადაც ჩინელ არტისტებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრები და ემოციები, რაც ხელს უწყობს თანამედროვე ცეკვის მრავალმხრივ განვითარებას.


კომპანიამ შექმნა მრავალფეროვანი რეპერტუარი და მონაწილეობა მიიღო გასტროლებში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. ასევე ატარებს ვორქშოფებს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში. LDTX ორგანიზებას უწევს მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ ფესტივალებს, მათ შორის Beijing Dance Festival-ს, Greater Bay Dance Festival-ს, Living Dance Festival-ს, Lunar Charioteer Program-სა და China Dance Station Alliance-ს.


2022 წელს კომპანიამ დააფუძნა თანამედროვე ცეკვის საგანმანათლებლო პროგრამა „LDTX Youth“, რომლის მიზანია ცეკვის პედაგოგების მომზადება, რათა მათ სტუდენტებს გადასცენ თანამედროვე ცეკვის სამი მთავარი ღირებულება — ინდივიდუალობა, ორიგინალურობა და თანამედროვე დროის აღქმა. პროგრამა ხელს უწყობს როგორც ჯანსაღი და მოქნილი სხეულის, ასევე ღია და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.


კომპანიის პროფესიონალი მოცეკვავეები ჩინეთის სხვადასხვა ქალაქიდან არიან და თავიანთ საქმიანობაში აერთიანებენ ინდივიდუალურ სტილს, მაღალ ტექნიკურ ოსტატობასა და შემოქმედებით მიდგომას.

ფოტო და ვიდეო

უ ს ა ს რ უ ლ ო

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება