26 იანვარს, 18:00 საათზე, Silk Factory Studio - "აბრეშუმის გალერეაში" გაიმართება მზია აფრიდონიძის პერსონალური გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია - " შენ გარეშე შეყვარებაც არ შემიძლია".
Silk Factory Studio წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია საქართველოში ყველაზე დიდი რესურსის მქონე კინოგაქირავების ბაზა, პავილიონები, კინოს, ხმის, პოსტ პროდაქშენ სტუდიები, სამხატვრო გალერეა, თეატრი, სამკერვალო და რეკვიზიტები. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქტის შექმნას.