როგორ მუშაობდა საბჭოთა კოსმოსური პროპაგანდის მანქანა?
ვინ წყვეტდა, ვინ უნდა ემართა კოსმოსური ხომალდი — კოსმონავტს თუ ავტომატიკას?
რა იყო საბჭოთა კოსმოსური წარმატებებისა და მარცხის რეალური მიზეზები?
ლექციაზე ვისაუბრებთ კოსმონავტებსა და ინჟინრებს შორის კონკურენციაზე, მედიის მიერ შექმნილ იმიჯსა და რეალურ პროფესიულ საქმიანობას შორის აცდენაზე, აგრეთვე კოლექტიური მეხსიერების ფორმირების მექანიზმებზე.
წარმოდგენილი იქნება სლავა გეროვიჩის არქივებზე და ინტერვიუებზე დაფუძნებული წიგნი „საბჭოთა კოსმოსის მითოლოგია“, რომელმაც მოიპოვა ამერიკის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინსტიტუტის პრიზი, როგორც ავიაციისა და კოსმოსის თემაზე საუკეთესო ორიგინალური სამეცნიერო-პოპულარული ნამუშევარი.