ძნელია მკაფიო ზღვარის გავლება ჯარმუშის ადრეულ ფილმებს შორის. უფრო სამართლიანია საუბარი იმ სამყაროზე, რომელიც მან შექმნა — აუტსაიდერების სამყაროზე, სადაც ერთი ფილმი თითქოს მეორეში გადადის და მარტივია წარმოიდგინო, რომ ყველა პერსონაჟი ამა თუ იმ ხარისხით ერთმანეთთან დაკავშირებულია.
„მისტერიის მატარებელი“ სამ ნოველად იყოფა: პერსონაჟები კვლავ სადღაც მიემგზავრებიან, დადიან, კაფეებში სხედან, დაძველებულ სასტუმროებში ჩერდებიან. ამავე დროს, სამივე ისტორია სხვადასხვა ფორმით უკავშირდება ლეგენდარულ ფიგურას — ელვის პრესლის (ფილმის სახელწოდება „Mystery Train“ — მისი სიმღერის სახელიდან მოდის), რომელიც მთელ ფილმს როგორც ხილული, ისე უხილავი აჩრდილივით გასდევს.
ჯარმუში ცნობილია თავისი ჩვევით, ძირითადად მეგობრებთან ერთად იღოს — როგორც მსახიობებთან, ისე მუსიკოსებთან. მაგალითად, „მისტერიის მატარებელში“ მან ფაქტობრივად დაიბრუნა სცენაზე დიდი, თუმცა იმ დროისთვის უკვე დავიწყებული ბლუზმენი სკრიმინ ჯეი ჰოკინსი, რომელსაც ღამის პორტიეს როლი ანდო.
„ოქროს პალმის რტო“ კანის კინოფესტივალზე — განსაკუთრებული წვლილისთვის მსოფლიო კინოში.